რა არის პერიკარდიტი?
პერიკარდიტი გულის შემომსაზღვრელი ქსოვილის შეშუპება და გაღიზიანებაა. ამ ქსოვილს პერიკარდიუმი ეწოდება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მსუბუქი გამოვლინება აქვს, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ალაგდეს. გაცილებით მწვავე სიმპტომების სამართავად აუცილებელი ხდება მედიკამენტოთერაპია და იშვიათ შემთხვევებში რეკომენდებულია ქირურგიული ოპერაცია.
პერიკარდიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი გულმკერდის ტკივილია. ამ დროს პაციენტი გრძნობს ბასრ ან მჩხვლეტავ ტკივილს. ზოგჯერ კი ყრუ ტკივილით ან ზეწოლის მსგავსი გულმკერდის ტკივილით ვლინდება.
პერიკარდიტისეული ტკივილი შეიგრძნობა მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა არეში.
ტკივილი შესაძლოა:
- გავრცელდეს კისერში ან მკლავებში;
- გამწვავდეს ხველების, დაწოლის ან ღრმად ჩასუნთქვის დროს;
- შემსუბუქდეს დაჯდომისას ან წინ გადახრის ფონზე.
პერიკარდიტის სხვა სიმპტომებია:
- ხველება;
- დაღლილობა ან საერთო სისუსტე;
- ფეხების შეშუპება;
- დაბალი სიცხე;
- აჩქარებული გულისცემა;
- სუნთქვის უკმარისობა დაწოლის დროს;
- მუცლის შეშუპება.
პერიკარდიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ვერ დგინდება და ამ დროს პაციენტის დიაგნოზი იდიოპათიური პერიკარდიტია.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- იმუნური სისტემის რეაქცია გულის დაზიანებისას (ინფარქტის ან გულზე ჩატარებული ოპერაციის ფონზე);
- ინფექციები;
- ტრავმა გულზე ან გულმკერდზე;
- ლუპუსი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- თირკმლის უკმარისობა;
- კიბო;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pericarditis/symptoms-causes/syc-20352510