დაბალი პროგესტერონი

დაბალი პროგესტერონი

პროგესტერონის დაბალი დონე.

რა არის პროგესტერონი? პროგესტერონი ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციულ სისტემაში. ეს ჰორმონი ხელს უწყობს მენსტრუაციას და გეხმარებათ დაორსულებაში.

ამ ჰორმონის ფუნქციებში შედის:

  • იმპლანტაციისთვის ასქელებს საშვილოსნოს ამომფენს;
  • არეგულირებს მენსტრუაციას;
  • არეგულირებს სისხლდენას ციკლის დროს;
  • აუცილებელია დაორსულებისთვის;
  • აუმჯობესებს გუნებას;
  • სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვის;
  • ხელს უწყობს ლაქტაციას.

მხოლოდ ექიმს შეუძლია მიხვდეს გჭირდებათ თუ არა ამ ჰორმონის დონის შემოწმება. მოგეხსენებათ, ჰორმონები ერთგვარი კომპლექსური სისტემაა ორგანიზმში, შესაბამისად, სიჭარბის ან დეფიციტის შემთხვევაში ჯაჭვური რეაქცია ყალიბდება.

პროგესტერონის დონეს აბალანსებს ესტროგენი, შესაბამისად, დაბალი პროგესტერონის დიაგნოზი სავსებით მოსალოდნელია ნიშნავდეს იმას, რომ ორგანიზმში ესტროგენის დონეა მომატებული. მსგავს შემთხვევებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • წონის მატება;
  • დეპრესია;
  • ჭარბი სისხლდენა ციკლის დროს;
  • დაქვეითებული ლიბიდო;
  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები.

თუ დაორსულებას გეგმავთ დაბალი პროგესტერონის გამო სავსებით მოსალოდნელია წააწყდეთ სირთულეებს.

თუ პაციენტი ორსულად არ არის და აქვს პროგესტერონის დაბალი მაჩვენებელი:

  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • თავის ტკივილი;
  • დაორსულების პრობლემა;
  • ხასიათის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ალები;
  • შებერილობა ან წონის მატება.

თუ ორსულად ხართ დაბალი პროგესტერონის გამო შესაძლოა გამოვლინდეს:

  • მსუბუქი სისხლდენა;
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე;
  • მომატებული მგრძნობელობა მკერდის არეში;
  • დაღლილობა;
  • მუცლის მოშლა.