შვილოსნობის უნარი პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზის დროს

შვილოსნობის უნარი პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზის დროს

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი გავრცელებული ჰორმონული დარღვევაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

დიაგნოზის გამო საკვერცხე გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ფოლიკულებს, პათოლოგია ხასიათდება იშვიათი ან ხანგრძლივი მენსტრუალური პერიოდებით, მომატებულია მამაკაცური ჰორმონის დონე, ქალებს აწუხებთ ჭარბთმიანობა, აკნე. სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობი რჩება.

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს.

შესაძლებელია თუ არა დაორსულება პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზის მიუხედავად?

დიახ! ეს დიაგნოზი არ ნიშნავს იმას, რომ ვერ დაორსულდებით. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ნამდვილად არის უნაყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, თუმცა განკურნებადი, მართვადი. ექიმი შეარჩევს მეთოდს, რომელიც ოვულაციაში დაგეხმარებათ და დაორსულების შანსს გაზრდის.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი დაკავშირებულია თუ არა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან?

დიახ, მეცნიერებმა მიაგნეს კავშირს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან როგორიცაა: დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, არაჯანსაღი ქოლესტეროლი, ძილის აპნოე, დეპრესია, შფოთვა; თუმცა უცნობია პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ამ პათოლოგიური პროცესების გამომწვევია თუ არა ან პირიქით იქნებ ამ დაავადებების ფონზე ყალიბდება სინდრომი.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქრება თუ არა კლიმაქსის, მენოპაუზის ფონზე?

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ამ შეკითხვაზე პასუხია დიახ და ზოგჯერ არა.

დიაგნოზი ორგანიზმის ბევრ სისტემაზე ახდენს გავლენას - ზოგიერთი ქალი ამჩნევს, რომ მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად ციკლი მეტად რეგულარული ხდება. თუმცა ზოგჯერ სინდრომისეული ჰორმონული დისბალანსი არ იცვლება ასაკის ფონზე, შესაბამისად, სიმპტომები კვლავ ვლინდება.

სახლის პირობებში რა სიმპტომების გაუმჯობესება შემიძლია?

დაიკელით ზედმეტი კილო და სხვადასხვა მეთოდით (ლაზერი, კრემი, ელექტროლიზი) მოიცილეთ არასასურველი თმა.

წყარო:  

https://www.womenshealth.gov/a-z-topics/polycystic-ovary-syndrome#11