სტატისტიკურად, ყოველი 7 წყვილიდან ერთი უნაყოფოა.
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ წყვილს ბუნებრივი გზით შვილი არ უჩნდება ხშირი, დაუცველი ინტიმური კავშირის მიუხედავად.
თავისთავად, როცა მამაკაცს სურს მამა გახდეს და ბავშვის ჩასახვას ვერ ახერხებს, სტრესში ვარდება, თუმცა თანამედროვე მედიცინას კაცის უნაყოფობის მართვისთვის არაერთი ეფექტური მკურნალობის მეთოდი აქვს შემუშავებული, შესაბამისად, მოგეთხოვებათ დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ დიაგნოსტირების სრული კურსი, შესაბამისად, დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები მკურნალობის პროცესში.
მამაკაცებში უნაყოფობის მთავარი ნიშანი არის ის, რომ დაუცველი ინტიმური კავშირის ფონზე წელიწადის ან მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორის ორსულობა არ დგება.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მამაკაცი ამჩნევს სხვა სიმპტომებსაც, კერძოდ:
- პრობლემები სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებით;
- ტკივილი, შეშუპება სათესლე ჯირკვლის არეში;
- რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობა;
- მკერდის პათოლოგიური ზრდა;
- სახეზე ან ტანზე თმის შემცირება;
- ნორმაზე დაბალი სპერმის რაოდენობა.
მამაკაცის ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს და პრობლემებს იწვევს:
- ინფექციები;
- ვარიკოცელე;
- ეაკულაციის დარღვევები;
- ანტისხეულები, რომელიც თავს ესხმის სპერმას;
- სიმსივნე;
- ჰორმონული დისბალანსი;
- ქრომოსომული დეფექტები;
- პრობლემები ინტიმური კავშირის დროს;
- ცელიაკიის დაავადება;
- ზოგიერთი ტიპის ქირურგიული ოპერაცია.
სპერმის ფუნქციას ამცირებს ტოქსინები, ქიმიკალები. ნაყოფიერებაზე უარყოფით კვალს ტოვებს არაჯანსაღი ცხოვრების წესი (ნარკოტიკი, თამბაქო, ალკოჰოლი, სიმსუქნე).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/male-infertility/symptoms-causes/syc-20374773