დაქვეითებული ლიბიდო

დაქვეითებული ლიბიდო

რა იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას?

მდგომარეობა შესაძლოა იყოს როგორც დროებითი, ისე ხანგრძლივი.

ლიბიდო დაქვეითებული გაქვთ თუ ამჩნევთ, რომ ინტიმური კავშირის სიხშირე თუ ინტენსივობა შემცირებულია. ლიბიდო კომპლექსურია, რომელზეც გავლენას ახდენს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები.

ბიოლოგიურად ლიბიდოს რეგულირებაზე ზრუნავს შემდეგი ჰორმონები:

  • ტესტოსტერონი;
  • ესტროგენი;
  • ასევე ნეიროტრანსმიტერები (დოპამინი, ოქსიტოცინი).

გაითვალისწინეთ, ბუნებაში არ არსებობს ნორმალური ან იდეალური ლიბიდო, რადგან იგი ყველა ადამიანში ინდივიდუალურია, ამასთან, ინტიმური კავშირის სურვილი სავსებით მოსალოდნელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ზოგიერთ ადამიანს ინტიმური კავშირი ყოველდღე აქვს, ზოგიერთს წელიწადში ერთხელ ან სულაც არ აქვს, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ოქროს წესი არ არსებობს. თუმცა თუ ეს თემა გაწუხებთ და ლიბიდოს დაქვეითების გამო პარტნიორთან უთანხმოება გაქვთ, მიმართეთ სპეციალისტს.

ზოგიერთი დაავადება თუ ცხოვრებისეული ფაქტორი ხშირად ხდება ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი, მაგალითად, რისკ-ფაქტორებია:

  • პრობლემები ურთიერთობაში;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • სამედიცინო მდგომარეობები;
  • მენტალური დარღვევები;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • სტრესი;
  • ასაკის მატება.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დაკარგეთ ინტერესი ნებისმიერი ტიპის ინტიმური კავშირის მიმართ;
  • შემცირდა თქვენი სექსუალური ფანტაზიები;
  • ლიბიდოს დაქვეითების გამო დარდობთ, სტრესში ხართ.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15216-low-libido-low-sex-drive