ვინ არის ინტროვერტი?
ინტროვერტი ხართ თუ მარტო ყოფნისას ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ხოლო საზოგადოებაში ხანგრძლივი ურთიერთობის ფონზე ისეთი განცდა გეუფლებათ თითქოს გამოიფიტეთ.
ინტროვერტობა და სიმორცხვე ერთი და იგივე არ არის. ინტროვერტ პიროვნებას ურჩევნია საღამო მშვიდად სახლში გაატაროს და ნამდვილად არ ხიბლავს ხალხმრავალი წვეულება, შესაბამისად, ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ინტროვერსიისთვის დამახასიათებელია:
- გიყვართ მარტო ყოფნა;
- ამჯობინებთ მშვიდ გარემოს;
- დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებით სოციალურ ღონისძიებებს;
- საზოგადოებრივი ურთიერთობები გფიტავთ, ენერგიას გაცლით;
- დამოუკიდებლად გაცილებით ეფექტურად მუშაობთ და შეძლებისდაგვარად ერიდებით ჯგუფურ პროექტებს, ნამდვილად არ გხიბლავთ გუნდური მუშაობის პრინციპი;
- ყოველთვის ამჯობინებთ უკანა ფონზე დარჩეთ;
- მეგობრების ვიწრო წრე გყავთ;
- საუბარს წერა გირჩევნიათ და სხვა.
ინტროვერსია, ისევე როგორც სხვა პიროვნული ასპექტები, ორი ძირითადი ფაქტორის, კერძოდ, გენისა და გარემოს კომბინაციის ფონზე ყალიბდება. პიროვნების ხასიათის ფორმირებაზე, თავისთავად, დიდ გავლენას ახდენს გარემო.
წყარო:
https://www.healthline.com/health/what-is-an-introvert#vs-shyness