რა არის კატის ნაკაწრის დაავადება?
კატის ნაკაწრის დაავადება (ასევე ცნობილია როგორც კატის ნაკაწრის ცხელება) ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს ფისოს ნაკბენის ან ნაკაწრის მეშვეობით და ასევე მაშინ, როდესაც ცხოველი აგლოკავთ (და ამ დროს კანზე ღია ჭრილობა გაქვთ).
ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერიით კატა ინფიცირდება რწყილის ნაკბენისას.
ჩვეულებრივ, დაავადება არ იწვევს სერიოზულ გართულებებს და დამოუკიდებლად ალაგება ახასიათებს რამდენიმე კვირაში თუ თვეში. თუმცა სუსტი იმუნური სისტემისას, ასევე მაშინ, როდესაც სიმპტომები არ მსუბუქდება რამდენიმე კვირის შემდეგაც კი, აუცილებელია მკურნალობა - დიაგნოსტირების საფუძველზე, შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის დასკვნის შესაბამისად, დაგენიშნებათ ანტიბიოტიკოთერაპია.
გაითვალისწინეთ, კატის ნაკაწრის დაავადება იშვიათად იწვევს სერიოზულ დაზიანებას, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ჰოსპიტალიზირებაც, მაგალითად, სტატისტიკურად, აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 500 ადამიანი ამ ჩივილის გამო მიმართავს კლინიკას.
კატის ნაკაწრის ცხელების რისკის წინაშეა ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც კატის გარშემოა, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიმპტომები ჩნდება კბენიდან თუ დაკაწვრიდან 3-10 დღის ვადაში.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- გამონაყარი;
- კისტები თუ კვანძები კანქვეშ;
- შეშუპებული, მტკივნეული ლიმფური კვანძები;
- სიცხე;
- კუნთის, ძვლის ან სახსრის ტკივილი;
- წონის კლება ან უმადობა;
- დაღლილობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23537-cat-scratch-fever