წანაზარდი პატარა ზომისაა და რბილი, ჩამოკიდებულია კანზე.
კანის წანაზარდი გავრცელებულია და ხშირია შუახნის ასაკს გადაცილებულ პირებში. თანაბარი სიხშირით აქვთ ქალებსაც და მამაკაცებსაც.
წანაზარდი შეიცავს ბოჭკოს, კაპილარებს, ნერვულ უჯრედებს, ცხიმიან უჯრედებს - დაფარულია ეპიდერმისით.
ძირითადად, ჩნდება:
- ქუთუთოზე;
- იღლიაში;
- მკერდის ქვეშ;
- გულმკერდის ზედა არეში;
- საზარდულის არეში;
- კისერში.
ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ გაღიზიანებასა და დისკომფორტს იწვევს თუ სხეულის ისეთ არეშია წარმოქმნილი, სადაც მაღალია გაკაწვრის რისკი (სამკაულის, პარსვისა თუ სამოსის გამო).
კანის წანაზარდი უვნებელია და თუ ვინმე მის მოცილებას გეგმავს ეს მხოლოდ კოსმეტიკური მიზეზითაა განპირობებული. კანის წანაზარდის მოსაშორებლად თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში დანერგილია რამდენიმე ეფექტური მეთოდი.
წყარო: