რა არის თანდაყოლილი ნიშანი, ლაქა?
იგი ერთგვარი განსხვავებული ლაქაა კანზე. თანდაყოლილი ნიშანი გავრცელებულია, ბევრ ადამიანს აქვს - ლაქა განსხვავდება ფორმისა და ზომის მიხედვით. უმეტესად, ჩვილს დაბადებისთანავე აქვს, შესაბამისად, დაერქვა ტერმინი.
ზოგიერთი თანდაყოლილი ლაქა ასაკის მატებასთან ერთად უფერულდება, ხოლო ზოგი სიცოცხლის ბოლომდე კანზე რჩება მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ მის მოცილებას პლასტიკური თუ კოსმეტიკური სამკურნალო მეთოდებით.
როგორც წესი, დიდ პროცენტში თანდაყოლილი ნიშანი უმტკივნეულო და უვნებელია. თუმცა ზოგიერთი და მაგალითად, გარკვეული ტიპის ხალი, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილებისა თუ უჩვეულო სიმპტომის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
თანდაყოლილი ლაქების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფორმირდება შემდეგი ფაქტორების ფონზე:
- ნაყოფის განვითარების პროცესში სისხლძარღვები სათანადოდ არ ფორმირდება;
- მელანოციტური უჯრედები (უჯრედი, რომელიც თქვენს კანს შეფერილობას აძლევს) კლასტერულად გროვდება;
- ოჯახური ანამნეზი, გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ანამნეზში ზოგიერთი დაავადება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12159-birthmarks