რა არის ჭორფლი?
ჭორფლი პატარა, წითელი ან ყავისფერი ლაქაა კანზე. ძირითადად, ჩნდება სხეულის ისეთ არეში, რომელიც მზის სხივებისგან დაუცველია (სახე, ზურგი, გულმკერდის ზედა არე, ხელები, კისერი).
ჩვეულებრივ, უვნებელია, თუმცა დააკვირდით და თუ რამე უჩვეულო ცვლილებას შენიშნავთ, მიმართეთ დერმატოლოგს.
ჭორფლის გაფერმკრთალებისთვის მოწოდებულია ტოპიკური მჟავები, ქიმიური პილინგი, ლაზერი ან კრიოთერაპია - მკურნალობის მეთოდი უნდა შეარჩიოს ექიმმა დიაგნოსტირების საფუძველზე.
ჭორფლები გავრცელებულია და როგორც წესი, არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს - ხშირად ჩნდება ზაფხულში.
ჭორფლების გაჩენის რისკი გაცილებით მაღალია ღია ფერის კანის მქონე პირებში, ქერებსა და წითურებში. შავგვრემნებში მუქი ყავისფერი ლაქებით გამოიხატება.
უმეტესად მზის გამო ჩნდება, თუმცა ზოგჯერ გამომწვევია გენეტიკური წინასწაგანწყობა და პიგმენტირებული ქსეროდერმა (იშვიათი დაავადებაა, რომლის გამოც ადამიანს მომატებული მგრძნობელობა აქვს მზეზე).
პრევენციის საუკეთესო მეთოდია მოერიდოთ შუადღის მზეს, წაისვათ მზისგან დამცავი კრემი,სხეული მაქსიმალურად დაიფაროთ სამოსით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/23091-freckles