მზის, ყავისფერი ლაქები კანზე.
ამ ტიპის ლაქები არასიმსივნურია, არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და კანის ისეთ არეში ჩნდება, რომელიც მზის სხივებისგან დაუცველია.
ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ლაქები მოიშოროს, კოსმეტიკური მიზეზით (პროცედურას კავშირი არ აქვს ჯანმრთელობასთან, რომც დაიტოვოთ არაფერი დაშავდება, მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული). მზის ლაქების სრული მოცილებისა თუ გაფერმკრთალების მიზნით, დანიშნულია არაერთი მკურნალობის მეთოდი (როგორც პროფესიონალური, ისე მკურნალობა სახლის პირობებში).
მზის ლაქები, ძირითადად, ჩნდება სახეზე, ზურგზე, მკლავებზე, მხარზე. ხშირად ფიქსირდება 40 წლის ასაკიდან - ზოგჯერ გაცილებით ახალგაზრდა ან გვიან ასაკშიც ჩნდება, დამოკიდებულია იმაზე თუ რა დროს ატარებთ მზის ქვეშ.
მზის ლაქების პრევენციის მეთოდებია:
- არ ისარგებლოთ სოლარიუმით;
- მოერიდეთ მზეს 10:00-დან 15:00 საათამდე;
- გარეთ გასვლამდე მზისგან დამცავი კრემი წაისვით;
- სხეული მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დაიფარეთ სამოსით.
წყარო:
https://www.healthline.com/health/sunspots-on-skin#types-of-lesions