ნაოჭები მზის გამო

ნაოჭები მზის გამო

სახე ირეკლავს იმას თუ როგორ გარემოში ატარებთ დიდ დროს და იცავთ თუ არა თავს სათანადოდ მზის სხივებისგან.

დიდი ალბათობით ყველა თქვენგანმა იცის რომ შუადღის მზეზე სანაპიროზე ყოფნა დაუშვებელია, თუმცა რუჯის ზოგიერთ მოყვარულს ეს რეკომენდაცია რატომღაც ავიწყდება. ასევე მზის სათვალის გარეშე ყოფნისას მზიან ამინდში შეგიმჩნევიათ როგორ ჭუტავთ თვალებს? ეს და სხვა მავნებელი ჩვევები დროთა განმავლობაში კანზე ისახება და არასასურველი, არაასაკობრივი/ნაადრევი ნაოჭებიც შესამჩნევი ხდება. მხოლოდ ნაოჭები როდია პრობლემა - ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს რისკს ზრდის.

დერმატოლოგები აცხადებენ, რომ ნაოჭების 90% არ არის კავშირში ასაკთან და მზის დაზიანების შედეგადაა ჩამოყალიბებული.

მზის გამოსხივებას შეუძლია კანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილების, კოლაგენისა და ელასტინის, განადგურება/შემცირება.

ექიმები გვეკითხებიან თუ რატომ არ გვაქვს ბევრი ნაოჭი სხეულის ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივი არ ხვდება (საჯდომი, მკერდი და სხვა). სამედიცინო განათლება არ გჭირდებათ და პასუხსაც მარტივად მიხვდებით - დაუცველი კანი ნაოჭებისკენაა მიდრეკილი, მზე კი უზარმაზარ როლს თამაშობს.

 

 

წყარო:          

https://www.skincancer.org/blog/surprising-signs-of-sun-damage/