რა იწვევს ტკივილს ნეკნის ან გულმკერდის არეში, სუნთქვის დროს?
თუ სუნთქვის დროს ბასრ ტკივილს გრძნობთ გულმკერდისა თუ ნეკნის არეში, სავარაუდოდ, შფოთვითი შეტევა ან კუნთის დაჭიმულობა გაქვთ, შესაძლოა სიმპტომი ტრავმის/დაზიანების ფონზე იყოს ჩამოყალიბებული.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს სიმპტომი ისეთი პათოლოგიების მანიშნებელია როგორიცაა:
- პნევმონია;
- პერიკარდიტი;
- პლევრიტი;
- პნევმოთორაქსი;
- კოსტოქონდრიტი;
- ინფარქტი.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე სიმპტომის მართვის მეთოდი განსხვავებულია - ზოგჯერ პათოლოგია სიცოცხლისთვის საშიშიც კი არის და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს; სწორედ ამიტომ თუ სუნთქვის დროს ტკივილს შენიშნავთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დაადგინეთ გამომწვევი მიზეზი.
ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, როდესაც ტკივილს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის გაძნელება;
- მოჭერის შეგრძნება ან ტკივილი გულმკერდის არეში;
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- ჰაერის უკმარისობა;
- უეცარი თავბრუსხვევა;
- სიცხე;
- ძლიერი ოფლიანობა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/sharp-pain-when-breathing#contacting-a-doctor