ჰორმონული დისბალანსის ნიშნები მამაკაცებში

ჰორმონული დისბალანსის ნიშნები მამაკაცებში

ჰორმონები ორგანიზმში მდებარე ქიმიკალებია, რომელსაც ენდოკრინული ჯირკვალი წარმოქმნის.

ჰორმონები სხეულში სისხლის მიმოქცევის სისტემის დახმარებით გადაადგილდება და სწორედ ამ გზით აღწევს ორგანოებამდე, ქსოვილებამდე.

ჰორმონები აუცილებელია შემდეგი ფუნქციებისთვის:

  • მადა და მეტაბოლიზმი;
  • ძილის ციკლი;
  • გულისცემა;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ფუნქცია;
  • ზრდა-განვითარება;
  • განწყობა და სტრესის დონე;
  • სხეულის ტემპერატურა.

ჰორმონული დისბალანსი ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საჭიროზე მეტ ან ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს.

მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონი ძირითადი ჰორმონია - რასაკვირველია, მნიშვნელოვანია კორტიზოლის, ინსულინისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების როლიც. ნებისმიერი ამ ჰორმონის დისბალანსი რიგ პრობლემებს იწვევს.

ხშირია შემდეგი სიმპტომები:

  • უეცარი, უმიზეზო წონის კლება;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • უძილობა;
  • თავის ტკივილი;
  • მომატებული მგრძნობელობა სიცხესა და სიცივეზე;
  • გამონაყარი, გამომშრალი კანი;
  • ცვლილება არტერიულ წნევასთან და გულისცემასთან დაკავშირებით;
  • დეპრესია, გაღიზიანება, შფოთვა;
  • ხშირი შარდვა;
  • მომატებული წყურვილის გრძნობა;
  • სუსტი ძვალი, მოტეხილობისკენ მიდრეკილი;
  • დაღლილობა, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ.

 

 

წყარო:

https://www.medanta.org/patient-education-blog/signs-youre-experiencing-a-hormone-imbalance-for-men