თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ ჭრილობაში, ნაკაწრში ინფექცია შეიჭრა

თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ ჭრილობაში, ნაკაწრში ინფექცია შეიჭრა

რა სიმპტომებით ვლინდება ინფექცია?

ჭრილობის ინფიცირებისას პაციენტი უჩივის მწვავე სიმპტომებს, მაგალითად, ტკივილს, ქავილს, კანის სიმხურვალეს. სავსებით მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს ჩირქი.

მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს - როგორც წესი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკოთერაპია.

უმეტესად კანის მთლიანობის დაზიანების მიზეზი ტრავმაა - ინფიცირება ჩნდება 2-3 დღეში.

გაითვალისწინეთ, არაინფიცირებული ჭრილობა დროთა განმავლობაში შუშდება, მაგრამ ინფიცირებისას ტრავმირებული უბნის შეხორცების ნაცვლად სიმპტომები მეტად მწვავდება, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მძიმდება.

ინფექციის ჩამოყალიბებისას თავდაპირველად შენიშნავთ, რომ ჭრილობის გარშემო კანი შეწითლებულია და შეხებისას სიმხურვალე შეიგრძნობა, ასევე შესამჩნევი ხდება შეშუპება. ინფიცირების პროგრესირებისას კი ჩირქი წარმოიქმნება.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ინფიცირებული არედან სიწითლე ვრცელდება სხვა მიდამოში;
  • ტკივილი და სიცხე;
  • სისუსტის შეგრძნება.

აუცილებელია ინფექციის მკურნალობა, რადგან ამ პათოლოგიურ პროცესს კანქვეშ გაცილებით ღრმა ქსოვილებამდე გავრცელება ახასიათებს.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/infected-cut