კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 21 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 103 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 467 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 391 ადამიანი და დაიღუპა 64, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 60 333 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 806 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 477 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 165 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 811 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 250 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 8 014 და დაიღუპა 169 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 955 და დაიღუპა 13.
წყარო: