რა არის ფსიქოგენური ტკივილი?
სტატიაში მოგითხრობთ ტკივილზე, რომელიც პირდაპირ არ არის გამოწვეული ტრავმის თუ დაავადების გამო. უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, ეს არის ტკივილის ფორმა, რომელიც ტვინში წარმოიშობა და სხვადასხვა ფაქტორის (ჯანმრთელობის პრობლემა, პერსონალური ისტორია, რომელიმე ფიზიკური დაავადება და სხვა) კომბინაციის ფონზე მწვავდება.
ფსიქოგენური ტკივილი მოძველებული ტერმინია და ფსიქოლოგიაში აქტიურად აღარ გამოიყენება, უარყოფითი ისტორიის გამო. ბევრი ფსიქოლოგი ამ ტერმინის გამოყენებას ერიდება, რადგან პაციენტმა და პაციენტის ახლობლებმა შეიძლება შეცდომით, არასწორად აღიქვან - არასწორი ინტერპრეტაციის გამო კი იზრდება რისკი იმისა, რომ მედიკოსებსა და პაციენტებს შორის ნდობის ფაქტორი დაირღვეს.
„ფსიქოგენური ტკივილი“ შეიგრძნობა/მწვავდება ფაქტორების გამო და არა მხოლოდ დაავადების თუ ტრავმის მიზეზით. დიახ, შეიძლება ამ ტიპის ტკივილს არ ჰქონდეს პირდაპირი ფიზიკური გამომწვევი მიზეზი, თუმცა პაციენტის მიერ ისევე მძაფრად და რეალურად აღიქმება როგორც მაგალითად, დისკომფორტი ზურგის თუ სახსრების არეში. ამ ტკივილს ადამიანი არ იგონებს და არც ყურადღების მიქცევის მიზნით იმიზეზებს.
და მაინც რა არის ტკივილი?
ტკივილი სუბიექტურია და ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს, ინდივიდუალურია ტკივილის მიმართ ამტანობის უნარიც.
გასათვალისწინებელია განწყობა - ცნობილია, რომ ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამისად ტკივილის ხარისხი შეიძლება გამწვავდეს ან შემსუბუქდეს. გასათვალისწინებელია ასაკიც, ანუ ტკივილი სხვანაირად აღიქმება ბავშვისთვის და იგივე დისკომფორტი სრულიად განსხვავებულია ზრდასრულისთვის. ქრონიკულმა ტკივილმაც შეიძლება შეცვალოს ადამიანის მიდგომა ტკივილის მიმართ.
თანამედროვე მედიცინის მიღწევების ფონზე ნამდვილად არ უნდა მოითმინოთ ტკივილი. თუ ხშირად გაწუხებთ დისკომფორტი (მიზეზით თუ უმიზეზოდ) აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ დროული დიაგნოსტირება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/12056-pain-psychogenic-pain