მეორადი უნაყოფობა - თუ უკვე გყავთ ერთი ან რამდენიმე ბიოლოგიური შვილი, თუმცა ახლა ვეღარ ფეხმძიმდებით

მეორადი უნაყოფობა - თუ უკვე გყავთ ერთი ან რამდენიმე ბიოლოგიური შვილი, თუმცა ახლა ვეღარ ფეხმძიმდებით

რა არის მეორადი უნაყოფობა?

მეორადი უნაყოფობა არის მდგომარეობა, როდესაც რეგულარული და დაუცველი ინტიმური კავშირის მიუხედავად ორსულობა არ დგება, თუმცა წლების წინ ქალი უკვე იყო ფეხმძიმედ (ანუ შვილი გააჩინეთ მინიმუმ ერთხელ მაინც).

მეორადი უნაყოფობა განმარტავს დიაგნოზს, როდესაც პირველ ჯერზე ქალი დაფეხმძიმდა ფიზიოლოგიურად, ბუნებრივი გზით და არ დასჭირვებია უნაყოფობისთვის განკუთვნილი მკურნალობის კურსი.

მეორადი უნაყოფობის ძირითადი ნიშანია ის, რომ ქალს უკვე ჰყავს ერთი ან მეტი ბიოლოგიური შვილი.

ამ ტიპის კლინიკური შემთხვევებისთვის მოწოდებულია მედიკამენტებით მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება ან ქირურგიული ჩარევა.

მეორადი უნაყოფობაც ისეთივე გავრცელებულია როგორიც პირველადი ტიპი; მაგალითად, აშშ-ში წყვილების 11%-ს ეს დიაგნოზი აქვს.

თუ პაციენტი 35 წლამდე ასაკისაა მეორადი უნაყოფობა აქვს, როდესაც რეგულარული ინტიმური კავშირის მიუხედავად არ დაორსულდა 1 წლის ვადაში, ერთი წლის შემდეგ. 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებში კი მეორადი უშვილობის დიაგნოზი ფიქსირდება თუ ორსულობა არ დადგა 6 თვის შემდეგ.

უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ერთი, ისე ორივე პარტნიორის ორგანიზმი, შესაბამისად, დიაგნოსტირება უნდა ჩაიტაროს წყვილმა!

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მეორადი უნაყოფობის მიზეზი ერთი ფაქტორი არ არის და იკვეთება რამდენიმე გამომწვევი.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • სუსტი სპერმა ან კვერცხუჯრედი;
  • ასაკი;
  • გართულებები წინა ორსულობისას;
  • გართულებები ოპერაციის გამო;
  • მომატებული სხეულის წონა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • ცხოვრებისეული ფაქტორები (ალკოჰოლი, თამბაქო).

მეორადი უნაყოფობის რისკ-ფაქტორებია:

  • მენჯის ანთებითი დაავადება;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • დაბალია სპერმის რაოდენობა;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • მუცლის მოშლა.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21139-secondary-infertility