რა ფუნქციას ასრულებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი?
მრავალპროფილური კლინიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი პირველადი დახმარებაა - ემერჯენსის დეპარტამენტი იღებს პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ სასწრაფო, გადაუდებელი მკურნალობა. ამ დეპარტამენტში ზოგჯერ ყოველი წუთი გადამწყვეტია - სწრაფი რეაგირებაა საჭირო კრიტიკული მდგომარეობების დიაგნოსტირებისა და მართვისთვის.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტები აღჭურვილია ყველა იმ ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი სერვისით (ლაბორატორია, რენტგენოლოგია, ულტრაბგერა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა), რაც აუცილებელია პირველადი კლინიკური დიაგნოზის დასასმელად და სიმპტომების სამართავად.
პაციენტი უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ინფარქტი;
- ინსულტი;
- მაღალი სიცხე;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სიცხე ან სხვა უჩვეულო სიმპტომი აქვს 3 თვემდე ასაკის ჩვილს;
- ავტოავარია;
- ცივი იარაღით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა;
- ძლიერი სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება;
- გეჩვენებათ, რომ შეიძლება ავნოთ საკუთარ თავს, სიცოცხლისთვის საშიში ფიქრები;
- წაქცევა;
- ლოკალიზებული მუცლის ტკივილი;
- სისხლდენა ან ტრავმა ორსულობის დროს და სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი სიმპტომები და მიზეზები არ არის ექსკლუზიური სია, ანუ ემერჯენსი დეპარტამენტი ასევე მართავს სხვა უამრავ პათოლოგიას, გადაუდებელი დახმარების ექიმები მკურნალობენ გაცილებით მეტ/სხვა ჩივილს. სწორედ ამიტომ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის დროს, რომელიც უეცრად გამოგივლინდათ ან გარკვეული მიზეზების ფონზე ჩამოგიყალიბდათ, მიმართეთ კლინიკას (როგორც თვითდინებით, ისე სასწრაფო დახმარებით).
წყარო:
https://www.medstarhealth.org/blog/when-should-i-go-to-the-emergency-department