ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი ნაერთი

ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი ნაერთი

ლიპიდი ცხიმოვანი ნაერთია.

იგი ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, აუცილებელია არ დაირღვეს ამ ნაერთის ბალანსი.

ცნობისათვის, ორგანიზმი იმ რაოდენობის ლიპიდებს წარმოქმნის, რაც მის სხვადასხვა სისტემას თუ ორგანოს სათანადო ფუნქციონირებისთვის სჭირდება, თუმცა ზოგჯერ ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს, რაც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი ხდება.

უცნაურია, თუმცა სავსებით მოსალოდნელია დიდი რაოდენობით ლიპიდების ფონზეც კი ადამიანს არაფერი აწუხებდეს, ანუ პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

თუმცა ჭარბი დოზით ქოლესტეროლის დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ერთგვარი ყვითელი ხორცმეტი ქუთუთოზე;
  • ქოლესტეროლის დეპოზიტი კანქვეშ;
  • რქოვანას რკალი.

სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტეროლის დონის განსაზღვრის მიზნით, ინიშნება ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც ცნობილია ლიპიდური ცვლის პანელის სახელწოდებით.

თუ ანალიზით დადგინდება, რომ ჭარბი რაოდენობის ლიპიდების გამო გულის დაავადების რისკ-ჯგუფში იმყოფებით, ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობის კურსს; კერძოდ, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მოწოდებულია ქოლესტეროლის დამაქვეითებელი მედიკამენტებით მკურნალობა.

ლიპიდების ჯანსაღი დონისთვის რეკომენდებულია:

  • ნაკლები კალორია მიიღეთ;
  • რაციონში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ გაჯერებული ცხიმი;
  • ხშირად მიირთვით მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული;
  • მოერიდეთ ცხიმიან რძის პროდუქტებს;
  • ივარჯიშეთ რეგულარულად;
  • აუცილებელია ყოველ ღამით 7-დან 9 საათის განმავლობაში გეძინოთ;
  • შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
  • სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილო;
  • უარი უნდა თქვათ თამბაქოზე.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/body/24425-lipids