ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 19 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 112 637 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 322 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 358 ადამიანი და დაიღუპა 48, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 65 134 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 059 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 18 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 170 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 125 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 825 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 7 168 და დაიღუპა 198 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 663 და დაიღუპა 22.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: