სისტემური დაავადება

სისტემური დაავადება

რა არის სისტემური დაავადება?

სისტემური დაავადება ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ვნებს ორგანიზმის ერთ ან ერთზე მეტ სისტემას (მაგალითად, ზიანდება რესპირატორული, იმუნოლოგიური, ნევროლოგიური, საჭმლის მომნელებელი და სხვა ტიპის სისტემები).

სისტემური დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილის ხარისხი შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

ზოგიერთი პათოლოგიური პროცესი მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ფუნქციონირების დონეს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომებს ეპიზოდური ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთი დიაგნოზისა და მწვავე მიმდინარეობის გამო მნიშვნელოვნად იზღუდება პაციენტთა აქტივობა.

სისტემური დაავადებების მაგალითებია:

  • ეპილეფსია;
  • ლუპუსი;
  • დიაბეტი;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • კიბო;
  • ფიბრომიალგია;
  • კისტური ფიბროზი;
  • გულის დაავადება;
  • ინსულტი;
  • ასთმა;
  • კრონის დაავადება;
  • კუნთოვანი დისტროფია და სხვა.

რასაკვირველია, თითოეულ დაავადებას მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, თუმცა სისტემურ პათოლოგიებს აერთიანებთ რამდენიმე სიმპტომი, კერძოდ:

  • სიცხე;
  • კანკალი;
  • ციებ-ცხელება;
  • უმადობა;
  • წონის კლება;
  • დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

წყარო:  

https://ung.edu/student-accessibility-services/resources-and-links/faculty-information/systemic-disorders.php