ჰემიფაციალური სპაზმი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

ჰემიფაციალური სპაზმი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

ჰემიფაციალური სპაზმი ნერვული სისტემის პათოლოგიაა, რომლის ძირითადი სიმპტომიც სახის კუნთების სპაზმი/კრუნჩხვაა.

ყალიბდება სისხლძარღვოვანი მარყუჟის ან არტერიის მიერ სახის მოტორული ნერვის კომპრესიის შედეგად. პაციენტი ამჩნევს კუნთოვან კრთომას, რომელიც თავდაპირველად იწყება ქუთუთოს არეში, თუმცა დროთა განმავლობაში სპაზმი სახის სხვა კუნთებზეც ვრცელდება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ძირითადი ნიშანი სახის ნერვის მიერ ინერვირებული კუნთების უნებლიე შეკუმშვაა, სახის ერთ მხარეს. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში პროცესში ერთვება სახის მეორე ნაწილიც.  

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ფიზიკური გასინჯვა, ჩივილის დიფერენცირება.

ზოგჯერ ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და სხვა რადიოლოგიური კვლევების საჭიროება ყოველთვის არ დგება - კვლევის ეს მეთოდები განსაზღვრულია იმ პაციენტთათვის, რომელთაც არ აქვთ ჰემიფაციალური სპაზმისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა ან ანამნეზში უფიქსირდებათ ქირურგიული ჩარევა, ან საჭიროებენ ოპერაციულ მკურნალობას.

ჰემიფაციალური სპაზმის მკურნალობის მეთოდებია:

  • სიმპტომის მართვისთვის განკუთვნილი ბოტულინუმის ინექცია;
  • სპაზმის შესამცირებელი სხვა მედიკამენტები;
  • ქირურგიული ჩარევა.

ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს:

  • დეკომპრესია - ქირურგი შედის თავის ქალაში და ხსნის ტვინის მყარ გარსს. შედეგად შიშვლდება სახის ნერვი. ამის შემდეგ ქირურგი მარტივად პოულობს იმ სისხლძარღვს, რომელიც სახის ნერვს აწვება. შემდეგ ღრუბლის მსგავს სამედიცინო მასალას ნერვსა და სისხლძარღვს შორის ათავსებს - სწორედ ამ გზით სუსტდება წნევა ნერვზე;
  • კიდევ ერთი ეფექტური პროცედურა სახის ნერვის მთლიანობის ნაწილებად დაშლაა ოპერაციითა და სითბური რადიო ტალღებით (რადიოსიხშირული თერმოკოაგულაცია).

 

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemifacial-spasm/diagnosis-treatment/drc-20373299