ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 90 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 073 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 438 ადამიანი და დაიღუპა 56, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 44 915 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 813 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 11 384 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 169 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 627 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 864 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 637 და დაიღუპა 129 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 268 და დაიღუპა 42.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: