თუ ეს სიმპტომები გეცნობათ თქვენი კანის ბარიერი დაზიანებულია

თუ ეს სიმპტომები გეცნობათ თქვენი კანის ბარიერი დაზიანებულია

რა არის კანის ბარიერი?

კანის მოვლის რუტინასა თუ მისი ბარიერის დაცვის მეთოდებზე დღეს ყველგან საუბრობენ, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია სოციალურ ქსელებში. თუმცა ცოტამ თუ იცის რეალურად რა არის კანის ბარიერი და რა ფუნქციას ასრულებს.

კანის ბარიერი კანის გარე შრეა, რომელიც მკვდარი უჯრედებისგან, პროტეინებისგან, ლიპიდებისა და ცხიმებისგან შედგება. დიახ, კანის ბარიერი მკვდარია, თუმცა კანის დანარჩენი არე ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს. ბარიერის მთავარი მიზანი კანის დაცვაა.

კანის ბარიერს აზიანებს:

  • ზრდასრულთა აკნე;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • იქთიოზი;
  • როზაცეა;
  • ფსორიაზი.

ზოგჯერ ზიანდება არა კანის დაავადებების, არამედ თქვენი არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად, მაგალითად:

  • იყენებთ უხეშ საპონს ან ქიმიკალებს;
  • ზედმეტად იხეხავთ კანს;
  • არ ისვამთ დამატენიანებელს.

კანის ბარიერის დაზიანებისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • აკნე;
  • გამომშრალი, აქერცლილი კანი;
  • ანთებითი პროცესი;
  • ინფექცია;
  • გაღიზიანებული კანი;
  • ქავილი;
  • კანის მოვლის პროდუქციის გამოყენებისას გრძნობთ ტკივილს;
  • მომატებული მგრძნობელობა.

 

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/skin-barrier