ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 20 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 57 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 2 621 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 435 ადამიანი და დაიღუპა 50, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 22 782 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 176 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 153 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 154 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 207 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 035 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 7 450 და დაიღუპა 191 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 777 და დაიღუპა 15.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: