ავტოიმუნური ჰეპატიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

ავტოიმუნური ჰეპატიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

ავტოიმუნური ჰეპატიტის დროს იმუნური სისტემა ბაქტერიებისა და უცხო პათოგენეზების ნაცვლად საკუთარ ღვიძლს ებრძვის.

პათოლოგიური პროცესისას ორგანიზმის იმუნიტეტი ღვიძლის უჯრედებს არ იცავს და მიზნად ამ ორგანოს განადგურებას ისახავს.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიკოსების აზრით, დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  • სისხლის ანალიზი;
  • ღვიძლის ბიოფსია.

მკურნალობა

მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რომელი ტიპის ავტოიმუნური ჰეპატიტი გაქვთ, მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია იმუნურმა სისტემამ შეწყვიტოს ღვიძლის განადგურება ან ეს პროცესი შენელდეს და არ პროგრესირდეს. ამ მიზნით ინიშნება შესაბამისი მედიკამენტები - წამალი, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას.

თუ მედიკამენტური თერაპია შედეგს არ გამოიღებს, პაციენტი დგება ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის რისკის წინაშე. ამ დიაგნოზის დროს ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის გადანერგვაა. ტრანსპლანტაციის დროს ქირურგი დაზიანებულ ღვიძლს ჯანსაღით ანაცვლებს - პაციენტს ღვიძლი გადაეცემა დონორისგან.

წყარო:        

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/autoimmune-hepatitis/diagnosis-treatment/drc-20352158