ქალაზიონი - რა იწვევს ქუთუთოზე შეშუპებულ წითელ მუწუკს?

ქალაზიონი - რა იწვევს ქუთუთოზე შეშუპებულ წითელ მუწუკს?

რა არის ქალაზიონი?

ქალაზიონი არის შეშუპებული წითელი მუწუკი ქუთუთოზე.

ქუთუთო ცხიმის წარმომქმნელ პაწაწინა ჯირკვლებს შეიცავს, რომლის საშუალებითაც თვალების დატენიანება ხდება. ქალაზიონი სწორედ მაშინ ყალიბდება, როდესაც რომელიმე ეს ჯირკვალი იხშობა.

პათოლოგიურ პროცესს ზოგჯერ უწოდებენ ქუთუთოს კისტას ან ქალაზიონის კისტას.

ძირითადად, ავადობენ 30-დან 50 წლამდე ასაკის ზრდასრულები - დიაგნოზი იშვიათია ბავშვებში.

ქუთუთოზე გაჩენილ მუწუკთან ერთად შესაძლოა გაწუხებდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • მსუბუქი გაღიზიანება და ცრემლდენა თვალიდან;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • მთლიანად შეშუპებული ქუთუთო.

ქალაზიონი არ არის გადამდები - მას არ იწვევს ბაქტერიული ინფექცია, შესაბამისად, ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.

რისკ-ფაქტორებია:

  • უკვე ავადობდით ქალაზიონით;
  • ანამნეზში ქუთუთოს ქრონიკული ანთება;
  • როზაცეა, სებორეული დერმატიტი, ქერტლი;
  • მშრალი კანი;
  • ჰორმონული ცვლილებები.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17657-chalazion