სკალპის ტკივილი თავის დაბანამდე

სკალპის ტკივილი თავის დაბანამდე

გეცნობათ ეს დისკომფორტი?

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თავის დაბანამდე სკალპის ტკივილი უნივერსალური გამოცდილებაა და ამ თემაზე ხშირად ჩივიან, თუნდაც სხვადასხვა ფორუმზე.

სკალპის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს დერმატიტი, ინფექცია, ფსორიაზი.

როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ იბანთ, ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები თმის ღეროს გარშემო გროვდება. მცირე რაოდენობით ცხიმი სასარგებლოა, მაგრამ ჭარბი დოზა ანთებითი პროცესის კერა ხდება. ანთების ფონზე შესაძლოა ჩამოყალიბდეს შეშუპება, რაც თმის ფოლიკულების ნერვის დაბოლოებას ტვირთად აწვება - შედეგად უჩივით ტკივილს, სკალპის გაღიზიანებას.

დისკომფორტის შემსუბუქებისთვის რეკომენდებულია:

  • შეიძინეთ PH ბალანსზე დაფუძნებული შამპუნი;
  • ყოველდღე დაივარცხნეთ თმა;
  • ცოტა ხნით მოერიდეთ თმის გელებს, კრემებს, სპრეის;
  • გარკვეული დროით ნუ აიწევთ თმას მაღლა (მჭიდროდ გადატკეცილი კოსა ან ე.წ. კუდი) და ისეთი ვარცხნილობა შეარჩიეთ, რომ არ დაიძაბოს სკალპი და არც ბოლოები დაზიანდეს;
  • თუ ამ მეთოდების მიუხედავად სკალპის სტრუქტურა არ გაუმჯობესდება მიმართეთ დერმატოლოგს.

წყარო:

https://theearthlingco.com/blogs/news/why-does-my-scalp-hurt-when-my-hair-is-dirty