კონსულტაციები, რომელსაც დიდხანს ელოდით და რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან და საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებენ მსოფლიოს წამყვანი კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ცნობილი პროფესორები, კლინიკური ონკოლოგი ოზლემ ერი და ონკო-მამოლოგი ჯიჰან ურასი.
ერთ სივრცეში, ერთსა და იმავე დღეს, კომფორტულ და მშვიდ გარემოში, საშუალება გეძლევათ კონსულტაცია გაიაროთ ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ონკოლოგებთან - მათი წარმატებული შედეგების შესახებ ბევრს საუბრობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ეს ნამდვილად არის კონსულტაცია, რომლითაც უნდა ისარგებლოთ - თქვენსავე ქვეყანაში, თურქეთში ვიზიტის გარეშე, შეძლებთ „აჯიბადემში“ დანერგილ უახლეს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მიდგომებს გაეცნოთ, მოისმინოთ მეორე აზრი, გადაამოწმოთ მკურნალობის კურსი, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე.
გთხოვთ, კონსულტაციაზე თან იქონიოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი ანალიზის, კვლევისა თუ სხვა აუცილებელი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც კი დიაგნოსტირების/მკურნალობის დროს ჩაგიტარდათ.
გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია! გთხოვთ, დროულად დაუკავშირდით ჩვენი კომპანიის ქოლ-ცენტრს და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე.
ჩაეწერეთ კონსულტაციაზე 595 38 00 38
WhatsApp: (+995) 595 38 00 38;
Viber: (+995) 595 38 00 38;
Telegram: (+995) 595 38 00 38;
Skype: (+995) 595 38 00 38;