შესაძლებელია თუ არა ჯიბლიბოს პრევენცია?

შესაძლებელია თუ არა ჯიბლიბოს პრევენცია?

ჯიბლიბო მუწუკის, ძირმაგარას მსგავსი მტკივნეული შეშუპებაა ქუთუთოს კიდეზე.

როგორც წესი, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში ქრება, თუმცა თუ დროულად არ ალაგდება რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს. ექიმი დიაგნოსტირების საფუძველზე დაგინიშნავთ შესაბამის ანტიბიოტიკურ წვეთებს ან ანთების საწინააღმდეგო კრემს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკის მედიკამენტის სახით მიღება. მწვავე კლინიკური შემთხვევების დროს ჯიბლიბოდან ჩირქის დრენირებისთვის მიმართავენ მინი ქირურგიულ ჩარევას.

ინფექციის პრევენციისთვის მოწოდებულია:

  • დაიცავით პირადი ჰიგიენა, ხელები ხშირად დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით;
  • არ შეეხოთ თვალებს;
  • გადააგდეთ ძველი კოსმეტიკა. ნუ ათხოვებთ სხვებს თქვენს კოსმეტიკას;
  • არასდროს დაიძინოთ თვალზე წასმული მაკიაჟით;
  • დარწმუნდით რომ კონტაქტური ლინზები სუფთაა;
  • თუ უკვე გქონდათ ჯიბლიბო და ეჭვობთ ხელახლა გაჩენაზე, ვიდრე ინფექცია გავრცელდება თბილი კომპრესია ჩაიტარეთ;
  • ქუთუთოს კიდეების ანთების პირველივე სიმპტომზე მიმართეთ ექიმს და დაიცავით მედიკოსის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

ჯიბლიბოს ჩამოყალიბების რისკ-ჯგუფში იმყოფებით თუ:

  • თვალებს ეხებით დაუბანელი ხელებით;
  • კონტაქტურ ლინზებს ისვამთ მისი დეზინფექციის თუ ხელების დაბანის გარეშე;
  • ღამით მაკიაჟით იძინებთ;
  • ძველი, ვადაგასული კოსმეტიკით სარგებლობთ;
  • ანამნეზში ქრონიკული ბლეფარიტი;
  • ანამნეზში როზაცეა.

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sty/symptoms-causes/syc-20378017