შესაძლებელია თუ არა ჰორმონული აკნეს პრევენცია?

შესაძლებელია თუ არა ჰორმონული აკნეს პრევენცია?

ჰორმონული აკნე ცნობილია ზრდასრულთა აკნეს სახელწოდებითაც.

ძირითადად, ვლინდება 20-დან 50 წლამდე ასაკის პირებში - გამონაყარი ვრცელდება სახეზე, მხარზე, გულმკერდსა და ზურგზე.

იგი ყალიბდება ცხიმოვან ჯირკვლებში ჭარბი ცხიმის შედეგად.

პაციენტები არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები, თუმცა სტატისტიკურად ქალებში უფრო გავრცელებული დიაგნოზია. აშშ-ში აკნე ყველაზე ხშირი კანის დაავადებაა - ჰორმონული აკნე აწუხებს დაახლოებით 80%-ს. 20-დან 30 წლამდე ქალების 50%-ს და 40-დან 50 წლამდე ასაკის ქალთა 25%-ს ჰორმონალური აკნე აქვს.

რისკ-ფაქტორებია:

  • სტრესი;
  • უძილობა;
  • იყენებთ იმ თმისა და კანის მოვლის საშუალებებს, რომელიც ცხიმს შეიცავს (არაკომოდოგენური).

გამომწვევი მიზეზებია:

  • ჰორმონული ცვლილებები;
  • ტესტოსტერონის მიმდინარე მკურნალობა;
  • გენეტიკური განწყობა (აკნეთი ავადობის ოჯახური ანამნეზი);
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
  • საკვერცხის სხვა პათოლოგიები.

პრევენცია

ჰორმონული აკნეს სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა გარკვეული მეთოდებით გამონაყარის გავრცელების, გამწვავების რისკის შემცირება შეგიძლიათ.

რეკომენდებულია:

  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ ფაქტორებს;
  • მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
  • ღამით მშვიდად დაიძინეთ;
  • შეიძინეთ კანის მოვლის ისეთი საშუალებები, რომელიც არ დაახშობს ფორებს;
  • არ გამოირწყათ მუწუკი;
  • თუ აკნე ქრონიკულ სახეს მიიღებს მიმართეთ დერმატოლოგს.

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21792-hormonal-acne