ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ჩვენი ორგანიზაცია მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

ღონისძიება გაიმართება შაბათს, 11 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“.

წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას, ნეიროქირურგიას, რთული კლინიკური შემთხვევების მართვის ყველაზე ეფექტურ და უახლეს მეთოდებს, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობას, მიღწევებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ მსოფლიო სამედიცინო ინდუსტრიაში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ინდური კლინიკათა ქსელის Fortis Group of Hospitals-ის პროფესორები.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საინტერესო პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე:

  • ფუნქციური ნეიროქირურგია;
  • ხერხემლის მინიინვაზიური ქირურგია - გაფართოებული აპლიკაციები;
  • თავის ტვინის სიმსივნეები და მართვა;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საფუძვლები და მიღწევები.

კონფერენციას დაესწრებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ნეიროქირურგები, ქირურგები, გასტროენტეროლოგები, ჰემატოლოგები, რადიოლოგები, ზოგადი პროფილის ექიმები.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია.

რა უნდა იცოდეთ ინდური სამედიცინო ქსელის Fortis Group of Hospitals-ის შესახებ?

Fortis Group of Hospitals ინდოეთში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 56 კლინიკითაა წარმოდგენილი.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს არა მხოლოდ მსოფლიო დონის სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, არამედ აქტიურადაა ჩართული სამედიცინო კვლევებში. კლინიკის მიზანია გაცილებით მეტმა პაციენტმა ისარგებლოს თანამედროვე სამედიცინო მომსახურებით და განვითარდეს თუ დაინერგოს სიახლეები სხვადასხვა დარგში.