რა სიმპტომებით ვლინდება?
ნაღვლის ბუშტის კენჭი საჭმლის მომნელებელი სითხის დეპოზიტია.
იგი გავრცელებული დიაგნოზია და ზოგჯერ სიმპტომურად, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების დროს, როგორც წესი, ქირურგი იღებს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის გადაწყვეტილებას.
ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში პაციენტმა შესაძლოა ტკივილი იგრძნოს მუცლის ზედა მარჯვენა არეში ან მუცლის ცენტრში. ზოგჯერ ტკივილი აღმოცენდება ცხიმიანი საკვების მიღების ფონზე და სიმპტომი შემდეგ თავისით ქრება. თუმცა ტკივილი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ დროს - ჩვეულებრივ, დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ ტკივილი მწვავედ აღიქმება.
ნაღვლის ბუშტის კენჭების მკურნალობა აუცილებელია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში სიმპტომები გაცილებით მწვავეა, კერძოდ:
- მაღალი სიცხე;
- აჩქარებული გულისცემა;
- სიყვითლე;
- კანის ქავილი;
- დიარეა;
- კანკალი;
- დაბნეულობა;
- უმადობა.
ეს სიმპტომები შესაძლოა ნაღვლის ბუშტის ინფექციის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა თუ პანკრეასის ანთების მანიშნებელი იყოს.
ხშირად, ნაღვლის ბუშტის კენჭების სიმპტომები გაცილებით სერიოზული მდგომარეობისთვის (აპენდიციტი და პანკრეატიტი) დამახასიათებელ სიმპტომატიკას ჰგავს, შესაბამისად, სწორი დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობისთვის პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
როგორც ქირურგები აცხადებენ, სტატისტიკურად, ნაღვლის ბუშტის კენჭების მქონე პირების 80%-ს „ჩუმი კენჭები“ აქვს, ანუ არ ვლინდება ტკივილი თუ სხვა სიმპტომი.
ხშირად, ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს კენჭების არსებობის შესახებ და ექიმისგან იგებს რუტინული შემოწმების თუ სრულიად სხვა მიზეზით ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის დროს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/gallstones#What-are-gallstones?