კიდურის ამპუტაცია - რა შემთხვევაშია საჭირო?

კიდურის ამპუტაცია - რა შემთხვევაშია საჭირო?

რა არის კიდურის ამპუტაცია?

ამპუტაცია არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც კიდური ნაწილობრივ ან მთლიანად იკვეთება.

კიდურის ამპუტაცია აუცილებელია თუ ფიქსირდება მწვავე ტრავმა, ინფექცია ან სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია. ყველაზე ხშირი მიზეზი ჭრილობაა, რომელიც არ ხორცდება.

ზოგჯერ ამპუტაცია ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება და შემსუბუქდეს ტკივილი.

ამპუტაცია ინიშნება, როდესაც ძლიერი დაზიანების გამო ქირურგი ვერ ახერხებს კიდურის აღდგენას.

ამპუტაცია შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:

  • კიდურში ავთვისებიანი სიმსივნე;
  • განგრენა;
  • მოყინვა;
  • ნევრომა;
  • პერიფერიული არტერიული დაავადება;
  • ძლიერი ტრავმა (მაგალითად, ავარიისას);
  • დიაბეტის შედეგად ინფიცირებული ჭრილობა არ ხორცდება ან დადასტურდა ქსოვილის სიკვდილი.

ამპუტაცია პაციენტს ინფექციის პროგრესირებისგან იცავს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მხოლოდ კიდურის ამპუტაციითაა შესაძლებელი ტკივილის მართვა.

ოპერაციის შემდეგ ბევრი ადამიანი სარგებლობს პროთეზით. თანამედროვე პროთეზები მსუბუქი და მრავალფუნქციურია.

მოწოდებულია ფიზიოთერაპია - სპეციალისტის მიერ შერჩეული ვარჯიშები კუნთების გაძლიერებაში, ბალანსის შენარჩუნებასა და მობილობაში დაგეხმარებათ.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/21599-amputation