ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 18 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 93 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 452 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 500 ადამიანი და დაიღუპა 38, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 50 879 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 810 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 11 992 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 138 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 922 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 222 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 7 062 და დაიღუპა 231 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 969 და დაიღუპა 13.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: