რა არის თერმორეგულაცია?
თერმორეგულაციის მიზანი სხეულის შინაგანი ტემპერატურის ნორმის შენარჩუნებაა.
როდესაც სხეულის ტემპერატურა ან ზედმეტად მაღალია, ან დაბალი, მწვავე სიმპტომები ჩნდება და იზრდება ფატალური შედეგის რისკი.
ყველა თერმორეგულირების მექანიზმია ჩართული იმისთვის, რომ ორგანიზმი ჰომეოსტაზის მდგომარეობას დაუბრუნდეს, ანუ აღდგეს შინაგანი ბალანსი, წონასწორობა.
ექსტრემალური ტემპერატურა არღვევს ორგანიზმის ფუნქციონირების უნარს. მაგალითად, თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა დაეცემა ადამიანს განუვითარდება ჰიპოთერმია - დიაგნოზი სითბური დარტყმაა თუ სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.
სხეულის ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მაგალითად, ცივი ან ცხელი ამინდი.
შინაგანი ტემპერატურის აწევის მიზეზებია:
- სიცხე;
- ვარჯიში;
- საჭმლის მონელება.
შინაგანი ტემპერატურა შესაძლოა დაეცეს შემდეგი მიზეზების გამო:
- ალკოჰოლი;
- ნარკოტიკი;
- მეტაბოლური დაავადებები.
როდესაც ორგანიზმის შინაგანი ტემპერატურა იცვლება, ცენტრალური ნერვული სისტემის სენსორები ჰიპოთალამუსისკენ სიგნალებს აგზავნის. სიგნალი ეგზავნება სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემას და რეაგირებაც ადეკვატურია
(მაგალითად, სხეულის გაგრილება თუ გახურება საჭიროების მიხედვით).