ადამიანების სახის დამახსოვრება გიჭირთ?

ადამიანების სახის დამახსოვრება გიჭირთ?

რა არის პროზოპაგნოზია?

პროზოპაგნოზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს ნაცნობების სახის გახსენება, რეპლიკებისა თუ გამომეტყველების ამოცნობა.

ჩვეულებრივ, ტვინის დაზიანების ფონზე ყალიბდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აქვს.

მკურნალობის კურსი ფოკუსირებულია გამომწვევი მიზეზის მართვაზე - პაციენტი სხვადასხვა მეთოდით ახერხებს დიაგნოზთან ადაპტირებას, ადამიანების დამახსოვრებას.

პროზოპაგნოზიის მქონე პირებს უჭირთ ნაცნობი სახეების გახსენება, მაგალითად, მისთვის ლამის უცნობია ახლობელი, მეგობარი თუ თანამშრომელი.

პათოლოგია ვნებს მხოლოდ ტვინს. აღნიშნული დიაგნოზი ხშირად ხდება შფოთვის მიზეზი - პაციენტი უხერხულობას გრძნობს, რადგან საყვარელ ადამიანებში ნაცნობ სახეს ვერ ხედავს. დისკომფორტის შესამსუბუქებლად ბევრი პაციენტი ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, უარს ამბობს დაესწროს სხვადასხვა ღონისძიებას, ნაცნობ წრეში.

მნიშვნელობა არ აქვს პროზოპაგნოზია თანდაყოლილია თუ შეძენილი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს - სავსებით შესაძლებელია სერიოზული ნევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინება იყოს.

ზოგჯერ თანდაყოლილი პროზოპაგნოზიის მქონე ადამიანს დაჯერება უჭირს რომ ამ მდგომარეობის მატარებელია, რადგან დარღვევასთან ერთად ცხოვრება ისწავლა, სიმპტომს უჩვეულოდ არ აღიქვამს და უფრო მეტიც, ფაქტობრივად, გარკვეული მეთოდებიც კი შეიმუშავა ადაპტირებისთვის.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ სრულიად მოულოდნელად შენიშნეთ, რომ სახეების გახსენება გიჭირთ და განსაკუთრებით მაშინ თუ მას თან ახლავს ინსულტისთვის ან ტვინის ტრავმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ინსულტის ნიშნებია:

  • სხეულის ერთი არეს სისუსტე და დაბუჟება;
  • ბუნდოვანი მეტყველება;
  • მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში;
  • სახის ერთი მხრის ჩამოკიდება/ჩამოშვება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • დაბნეულობა, გაღიზიანება;
  • უეცარი, მწვავე თავის ტკივილი;
  • კონცენტრაციის, ფიქრის უნარის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემა.

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23412-prosopagnosia-face-blindness