რა არის პარკინსონიზმი?
პარკინსონიზმი ნეიროდეგენერაციული დაავადებების ჯგუფია. ამ ჯგუფში შემავალ პათოლოგიებს ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დოფამინური ნეირონების პროგრესული დაზიანება - საერთო დამახასიათებელი სიმპტომი კანკალია. დაავადებათა უმეტესობა ქრონიკული ხასიათისაა და აზიანებს ტვინის ფუნქციებს.
პარკინსონიზმი, ჩვეულებრივ, ასაკობრივი დაავადებაა და დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამაკაცებში. პარკინსონიზმის ბევრი ფორმა 60 წელს გადაცილებულ პირებში ფიქსირდება, თუმცა ექიმებისთვის ცნობილია კლინიკური შემთხვევები, როცა პაციენტი გაცილებით ახალგაზრდაა.
ძირითადი სიმპტომებია:
- შენელებული მოძრაობა;
- კანკალი;
- გაშეშება.
სხვა შესაძლო სიმპტომებია:
- არასტაბილური პოზა;
- პაციენტი ვერ ახერხებს მოძრაობას, თითქოს ადგილზე გაიყინა, გაშეშდა;
- მოხრილი პოზა.
პათოლოგია ყალიბდება ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად, შესაძლოა განვითარდეს გენეტიკური მუტაციის, მედიკამენტის გვერდითი რეაქციის თუ ინფექციის შედეგად. პარკინსონიზმი არ არის გადამდები.
დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია სიმპტომებისა და სამედიცინო ისტორიის შესწავლა.
მკურნალობის კურსი იწყება მაშინაც კი თუ სპეციალისტი ვერ პოულობს სპეციფიკურ გამომწვევ მიზეზს. თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება შერჩეულ მკურნალობის კურსს, ინიშნება დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
აღსანიშნავია, რომ პარკინსონიზმის ბევრი ფორმა განკურნებადია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22815-parkinsonism