აგნოზია - როდესაც ადამიანი ვეღარ იხსენებს ნაცნობ სახეებს, ადგილებს

აგნოზია - როდესაც ადამიანი ვეღარ იხსენებს ნაცნობ სახეებს, ადგილებს

რა არის აგნოზია?

აგნოზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს უნარს გაიხსენოს კარგად ნაცნობი ობიექტები, სახეები, ხმა, ადგილები. მიუხედავად გრძნობის დაკარგვისა, პაციენტს კვლავ შენარჩუნებული აქვს ფიქრის, მეტყველების, გარშემომყოფებთან ურთიერთობის უნარი.

მეცნიერებისთვის ცნობილია სხვადასხვა ტიპის აგნოზია და თითოეული შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება; მაგალითად, ვიზუალური აგნოზიის დროს პაციენტი ვერ იხსენებს მის წინ განთავსებული საგნის სახელსა და დანიშნულებას. პროზოპაგნოზიის დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტი ვეღარ ცნობს, ვერ იხსენებს ნაცნობ სახეებს. აქრომატოფსიისას კი, უჭირთ ფერების იდენტიფიცირება.

აგნოზია ყალიბდება ნერვული სისტემისა და ტვინის დაზიანების შედეგად. ძირითადად, ზიანდება სენსორული არე.

აგნოზია შესაძლოა განვითარდეს ინსულტით, თავის არეში მიღებული ტრავმით ან ენცეფალიტით გამოწვეული დაზიანებების ფონზე.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზებია:

  • დემენცია;
  • ტვინის სიმსივნე;
  • მხუთავი აირით მოწამვლა.

აგნოზიის მკურნალობის ძირითადი მიზანი გამომწვევი მიზეზებისა და სიმპტომების მართვაა. მკურნალობის კურსის მიზანი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/agnosia#outlook