რა არის ტვინის დეგენერაციული დაავადება?
ნეიროდეგენერაციული დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რომელიც აზიანებს ნერვული სისტემის ნაწილს, განსაკუთრებით ტვინს. უმეტესად, ეს პათოლოგიები ქრონიკული და უკურნებელია, თუმცა ზოგიერთის მართვა შესაძლებელია, ექვემდებარება მკურნალობის კურსს.
ნეიროდეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტირებისას ძირითადი მიზანი სიმპტომების მკურნალობა და პათოლოგიის პროგრესირების შენელებაა.
აღსანიშნავია, რომ ტვინის დეგენერაციული დაავადებები ნელა, დროთა განმავლობაში ყალიბდება და სიმპტომებიც გვიან ვლინდება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ადამიანი ავადობს ნეიროდეგენერაციული პათოლოგიებით. უმეტესი მათგანი დაკავშირებულია ასაკთან (დიაგნოზი გავრცელებულია 65 წელს გადაცილებულ პირებში).
ტვინის დეგენერაციული დაავადებებია:
- დემენცია;
- პარკინსონიზმი;
- დემიელინიზირებადი დაავადება;
- მოტორულ ნეირონული დაავადება;
- პრიონული დაავადება.
სიმპტომები განსხვავებულია მაშინაც კი თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე დიაგნოზი აქვს. განსხვავებული სიმპტომატიკის მიზეზებია:
- ყველა ადამიანის ტვინი უნიკალურია;
- ნეიროდეგენერაციული დაავადებები სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება;
- გააჩნია იმას თუ ტვინის ან ნერვული სისტემის რომელი უბანი დაზიანდა.
გავრცელებულია შემდეგი სიმპტომები:
- დაბნეულობა;
- მეხსიერების დაკარგვა;
- აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- დაბუჟება;
- ტკივილი;
- კუნთების სპაზმი;
- კოორდინაციის დარღვევა;
- დაღლილობა;
- შენელებული მოძრაობა;
- კანკალი;
- ბალანსის პრობლემები;
- კუნთზე კონტროლის დაკარგვა და სხვა.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკი, გენეტიკა, გარემო, ქცევა, ცხოვრების წესი, სამედიცინო ისტორია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24976-neurodegenerative-diseases