რა არის მეტყველების აპრაქსია?
მეტყველების აპრაქსია მეტყველების დარღვევაა, რომლის გამოც ადამიანს უჭირს პირის ღრუს სათანადოდ მოძრაობა იმისთვის, რომ წარმოთქვას სიტყვები და ბგერები.
სწორი მეტყველებისთვის ტვინი ქმნის გეგმას, რომლის მიხედვითაც სამეტყველო აპარატი და კუნთები შესაბამის მოძრაობას ასრულებენ და შედეგად ვიღებთ სწორ ბგერებს, სიტყვებს, რითმს. აპრაქსიის დროს კი ტვინი ვერ ახერხებს პირის, ყბის, ენის, ტუჩების სათანადოდ მოძრაობას. მეტყველების ამ ტიპის დარღვევისას ადამიანს უჭირს ბგერების წარმოთქმა, სიტყვების დამარცვლა.
ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორც წესი, ამჩნევენ მაშინ, როდესაც ბავშვი საუბარს იწყებს. ზრდასრულ ასაკში მეტყველების აპრაქსიის მიზეზი ტვინის დაზიანება ან დემენციაა.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კვების პრობლემა ჩვილობაში;
- სხვა ბავშვებთან შედარებით ნაკლებად ტიტინებს, ლუღლუღებს, ჟრიამულობს;
- თანატოლებისგან განსხვავებით საუბარს სწრაფად ვერ სწავლობს;
- ამატებს ან აკლებს ბგერებს;
- საკმაოდ მწირი ლექსიკონი;
- თანატოლებთან შედარებით გაცილებით ნელა საუბრობს;
- უჭირს სიტყვების ფორმირება;
- ერთი და იგივე სიტყვის წარმოთქმისას ყოველ ჯერზე ახალ შეცდომას უშვებს;
- არასწორი ინტონაცია.
ჩვეულებრივ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერთა აზრით, ზოგჯერ ყალიბდება გენეტიკური დარღვევის ან ტვინის დაზიანების ფონზე.
წყარო: