რას ნიშნავს ჩუმი ინფარქტი?
გულის შეტევა „ჩუმია“, როდესაც უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, ან ისეთი ნიშნებით გამოიხატება რთულია ინფარქტს დაუკავშიროთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ პაციენტებს წარმოდგენა არ აქვთ ინფარქტი რომ გადაიტანეს და რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგ ექიმისგან იგებენ (როდესაც მედიკოსი გულის დაზიანებას აღმოაჩენს).
მიუხედავად უსიმპტომობისა ჩუმი ინფარქტი გულს ისევე აზიანებს როგორც სხვა ტიპის შეტევა.
ინფარქტი შეიძლება გადაიტანოთ ძილში ან ფხიზელზე.
ძირითადად, ყალიბდება შემდეგი მიზეზების ფონზე:
- ძლიერი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი;
- უეცრად გახდით ფიზიკურად აქტიური, ანუ შესაბამისი მომზადების გარეშე დაიწყეთ ვარჯიში;
- ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული გარეთ, სიცივეში.
სტატისტიკურად, ჩუმი ინფარქტი უფრო მეტად არის გავრცელებული ქალებში.
ჩუმი ინფარქტისთვის დამახასიათებელია:
- გრიპის სიმპტომები;
- კუნთების ტკივილი გულმკერდის ან ზურგის ზედა არეში;
- ტკივილი ყბის, მკლავების ან ზურგის არეში;
- ძლიერი დაღლილობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა.
ტრადიციული გულის შეტევის სიმპტომებია:
- გულმკერდის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთი;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დისკომფორტი სხეულის ზედა არეში;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- ცივი ოფლი;
- გულისრევა და ღებინება;
- დაღლილობა, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ და რომელიც გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
გულის შეტევის რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების გამო:
- ჭარბი წონა;
- არ ვარჯიშობთ რეგულარულად;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- არაჯანსაღი რაციონი (ჭარბი მარილი, მავნებელი ცხიმი და სხვა);
- მომატებული შაქრის დონე;
- სტრესი;
- თამბაქო.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21630-silent-heart-attack