როგორ დავძლიოთ მობილურზე დამოკიდებულება?

როგორ დავძლიოთ მობილურზე დამოკიდებულება?

ნომოფობია გაქვთ?

თუ მობილურის დაკარგვის გეშინიათ, გიჭირთ სმარტფონისგან დიდხანს შორს ყოფნა ან თქვენში სტრესს იწვევს იმის განცდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სერვისზე წვდომა არ გექნებათ, სავარაუდოდ, ნომოფობია გაქვთ.

ჯერჯერობით ნომოფობია არ არის კლასიფიცირებული როგორც ოფიციალური მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ტელეფონს ნამდვილად აქვს გავლენა ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

ნომოფობიისთვის დამახასიათებელი ნიშნები განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდებში, თუმცა მობილურის ბევრ მფლობელს უვლინდება სიმპტომები, სხვადასხვა დოზით.

სიმპტომების მართვა შესაძლებელია მკურნალობითა და ცხოვრების სტილის შეცვლით. თუ ნომოფობია სერიოზულად გიქვეითებთ ცხოვრების დონეს უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

მსუბუქი დამოკიდებულების მართვაში შესაძლოა დაგეხმაროთ ეს მეთოდები:

  • მშვიდი ძილისთვის ღამით მობილური გამორთეთ. თუ მაღვიძარას გამო მისი გამორთვა არ შეგიძლიათ, მობილური დატოვეთ ლოგინიდან შორს (ამ შემთხვევაში ძილის წინ ან გაღვიძებისას მასთან მარტივად წვდომას ვერ შეძლებთ);
  • ცოტა ხნით მობილური სახლში დატოვეთ (მაგალითად, სეირნობის დროს ან პროდუქტების შეძენისას);
  • ყოველდღე, გარკვეული საათი თანამედროვე ტექნოლოგიებისგან შორს გაატარეთ - ამ დროის განმავლობაში უნდა დაკავდეთ აქტივობით, რომელსაც კავშირი არ ექნება მობილურთან თუ კომპიუტერთან;
  • სოციალური ქსელების მეშვეობით, ახლობლებსა თუ მეგობრებზე ყველაფერი ვიცით - შეიძლება ადამიანი რამდენიმე წელია არ გვინახავს, თუმცა ფოტო/ვიდეო მასალის ფონზე (რასაც ტვირთავს) მისი სადილის მენიუც კი ზეპირად ვიცით. მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან თქვენთვის საყვარელ ადამიანებს მოუწოდეთ დროის გარკვეული ინტერვალი მობილურისგან შორს გაატაროთ, ისაუბრეთ, სამომავლო გეგმა დასახეთ, წარსულის ლამაზი დღეები გაიხსენეთ.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/anxiety/nomophobia