გრიპი თუ გაციება - რა სიმპტომებით განსხვავდება ერთმანეთისგან?

გრიპი თუ გაციება - რა სიმპტომებით განსხვავდება ერთმანეთისგან?

როგორ განვასხვავოთ გრიპი გაციებისგან?

ზოგიერთი ადამიანი გაციებით მიმდინარე დაავადებასაც გრიპად მოიხსენიებს, თუმცა ეს არასწორი ფორმულირებაა, რადგან გრიპსა და გაციებას შორის განსხვავებაა. გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან შედარებით გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, მკვეთრი სეზონურობაც ახასიათებს.

გაციების სიმპტომებია:

  • სურდო, ცხვირიდან გამონადენი;
  • ცხვირის ღრუს დახშობა;
  • ყელის ტკივილი;
  • ცემინება;
  • ხველა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, გაციების დროს, პაციენტს აღენიშნება მსუბუქი სიცხე, ყურის ტკივილი, დაღლილობა და თავის ტკივილი.

სიმპტომები ვითარდება 1 ან 2 დღის განმავლობაში და მდგომარეობა უმჯობესდება, სიმპტომები ალაგებას იწყებს რამდენიმე დღეში.

გაციება გადამდებია ადრეულ სტადიაზე, როდესაც დაავადებულს აქვს სურდო და ყელის ტკივილი.

გრიპის სიმპტომები

გაციებასთან შედარებით გრიპი გაცილებით სწრაფად ყალიბდება.

გრიპისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • უეცარი სიცხე (38-40);
  • კუნთების ტკივილი;
  • ოფლიანობა;
  • მშრალი ხველა, სველი ხველა (ასევე ცნობილი როგორც პროდუქტიული ხველა);
  • ძლიერი დაღლილობა, დაქანცულობა - დაუძლურების გამო პაციენტს დაწოლა სურს.

 

წყარო:

https://westessexccg.nhs.uk/news-and-publications/latest-news/165-do-you-know-how-to-tell-the-difference-between-a-cold-and-the-flu