რა არის ნორმა და რა საყურადღებო მდგომარეობა?
ნორმალური მენსტრუალური ციკლი იწყება ყოველ 28 დღეში (პლიუს, მინუს 7 დღე). ანუ თუ თქვენი მენსტრუაცია რეგულარულად ემთხვევა 21-დან 35 დღემდე პერიოდს, ჯანსაღი ციკლი გაქვთ.
ამასთან, ციკლი უნდა გრძელდებოდეს 4-დან 7 დღემდე. თუ ორსულად არ ხართ ან ჩვილს ძუძუთი არ კვებავთ, მენსტრუაცია უნდა გქონდეთ ყოველთვე.
პათოლოგიური ციკლის ნიშანია:
- ციკლი გაქვთ 21 დღემდე ნაკლებ შუალედში ან ყოველ პერიოდს შორის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია;
- სისხლის რაოდენობა უჩვეულოდ ბევრია ან ცოტა;
- ციკლი გაქვთ 7 დღეზე მეტხანს;
- თვეების მიყოლებით არ გქონიათ მენსტრუაცია (3 ან 4 თვე);
- ციკლის ხანგრძლივობა ყოველ თვეში განსხვავებულია.
მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემების გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- სტრესი;
- ზედმეტად აქტიური ვარჯიში და დიეტა;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- ენდომეტრიოზი;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შეცვალეთ, მაგალითად, ერთი მეთოდი მეორეთი ჩაანაცვლეთ;
- მენოპაუზა.
წყარო:
https://www.newbeginningsobg.com/blog/what-defines-an-abnormal-period