მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

რა არის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა?

მენტალური ჯანმრთელობა მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას - განსაზღვრავს თქვენი აზროვნების, ქცევის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს.

აუცილებელია მენტალური სტაბილურობა, რადგან სწორედ ჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონი გეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს, სტრესულ სიტუაციას/გარემოს.

ფსიქოლოგებისთვის ცნობილია 200-ზე მეტი ფსიქოლოგიური დაავადება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები უმჯობესდება მკურნალობის შედეგად; მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია, ტვინის სტიმულაციური თერაპია ან სხვა ალტერნატიული მეთოდები.

ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია:

  • შფოთვითი აშლილობები;
  • ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
  • აუტისტური სპექტრის აშლილობა;
  • დეპრესია;
  • ბიპოლარული აშლილობა;
  • კვებითი აშლილობა;
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
  • ანტისოციალური პიროვნული აშლილობა;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
  • შიზოფრენია.

ფსიქიკური აშლილობა ყალიბდება არაერთი მიზეზის შედეგად. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, ისე ტვინში მიმდინარე ქიმიური დისბალანსი.

ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:

  • რაციონი არ შეიცავს ჯანსაღ პროდუქტებს, ადამიანი არ იღებს საჭირო მკვებავ ნივთიერებებს;
  • ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
  • ვერ გრძნობთ მხარდაჭერას მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან;
  • ტრავმული მშობიარობა ან ჩვილი დაიბადა მაღალი რისკის ორსულობის ფონზე;
  • ანამნეზში ქრონიკული დაავადებები;
  • ფსიქიკური დარღვევებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • ანამნეზში ნევროლოგიური დაავადება;
  • ძილის პრობლემა;
  • ცხოვრებაში ძლიერი სტრესი;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • ძალადობის ისტორია ან ტრავმული მოვლენა ცხოვრებაში.

    წყარო:         

    https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22295-mental-health-disorders