რა უნდა იცოდეთ მეხსიერების დაკარგვის შესახებ?
მეხსიერების დაკარგვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი - ზოგიერთი ფორმა ყალიბდება ასაკის მატების ფონზე. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ თუ მუდმივად გიჭირთ ინფორმაციის, დეტალების გახსენება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სხვა დაავადების სიმპტომია.
პათოლოგიური პროცესი შესაძლებელია იყოს როგორც მწვავე, ისე პროგრესირებადი.
მწვავე მეხსიერების დაკარგვა
ცნობილია ამნეზიის სახელწოდებით - ყალიბდება მოულოდნელად, დაავადების, ტრავმის ან სხვა ისეთი მოვლენის შედეგად, რომელიც აზიანებს მეხსიერებას.
პროგრესირებადი მეხსიერების დაკარგვა
ეს ტიპი ყალიბდება დროთა განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტვინის დეგენერაციული დაავადების ნიშანია.
მეხსიერების დაკარგვისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- რამდენჯერმე კითხულობთ ერთსა და იმავეს;
- გიჭირთ ბოლო საუბრის გახსენება;
- არასწორ ადგილზე ინახავთ ნივთებს;
- აცდენთ ღონისძიებებს, რადგან ჩანიშნული შეხვედრის შესახებ ვერ იხსენებთ;
- გავიწყდებათ გადასახადების გადახდა ან სხვა მოვალეობების შესრულება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გეცნობათ შემდეგი სიტუაცია:
- ვერ პოულობთ ან ვერ იხსენებთ საჭირო სიტყვას საუბრის დროს;
- გიჭირთ დავალების შესრულება;
- ვერ იხსენებთ ნაცნობ სახეებს, ნივთებს, ადგილებს;
- გეგმის შედგენის ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
მწვავე მეხსიერების დაკარგვის (ამნეზიის) გამომწვევი მიზეზები:
- ალკოჰოლთან დაკავშირებული მეხსიერების ჩავარდნა;
- ანევრიზმა;
- ტვინის ოპერაცია ან მსგავსი პროცედურა;
- მხუთავი აირით მოწამვლა;
- ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- ინსულტი;
- ფსიქოზი;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- დელირიუმი;
- შაკიკი;
- შეტევა;
- ინფექცია.
პროგრესირებადი მეხსიერების დაკარგვის მიზეზებია:
- ალცჰაიმერის დაავადება;
- დემენცია;
- ჰანტინგტონის დაავადება;
- ტვინის ვასკულარული დარღვევები;
- ტვინის სიმსივნე;
- გაფანტული სკლეროზი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/11826-memory-loss