ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 77 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 647 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 323 ადამიანი და დაიღუპა 67, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 989 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 617 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 9 535 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 130 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 352 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 614 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 685 და დაიღუპა 175 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 081 და დაიღუპა 44.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: