ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 13 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 81 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 245 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 600 ადამიანი და დაიღუპა 51, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 847 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 955 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 10 243 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 121 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 527 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 918 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 031 და დაიღუპა 149 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 329 და დაიღუპა 51.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: